Sunday, March 29, 2015

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
აღმოჩენები“ ბუნებისმეტყველებაში (ჩეხი მწერლის კლარა იარუნკოვას მიხედვით). მართლწერის საკითხები.
სწავლების საფეხური
მე-4 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
10
მიზანი
ტექსტის კითხვა და ანალიზი; შესწავლილ ნაწარმოებთა შორის კავშირი; საგანთაშორისი კავშირი (ქართული ენა -ბუნებისმეტყველება);  მართლწერის ფორმათა ფორმირება.
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
მოსწავლეები ხვდებიან როგორ ცვლის სიტყვის შინაარსს მასში ერთი ასოს შეცვლა. იციან რომ თავისი ცოდნის იმედად უნდა იყვნენ. სხვის იმედად ყოფნისას ერთი დაშვებული შეცდომით უამრავი „აღმოჩენის“ ავტორი შეიძლება გახდე და ყველას ირონია დაიმსახურო. ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. (გაიგეს მიკროსკოპი და ჰოროსკოპი).
ესეგ მისაღწევი შედეგები
4.1.   4.4.    4.8.   4.12.   4.14.
კავშირი საგნებთან
ამ შემთხვევაში ბუნებისმეტყველება
წინარე ცოდნა
გაკვეთილი იწყება წინა გაკვეთილზე მიცემული დავალების (ეცადე გააგრძელო ეს მოთხრობა)ირგვლივ მსჯელობით.
რესურსები
სახელმძღვანელო, აქტივობის რვეული, დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა
1.რამდენიმე მოსწავლე კითხულობს  საშინაო დავალებას.
 2.ტექსტის შინაარსის გადმოცემა.
მოსწავლეები ტექსტის შინაარსს გადმოსცემენ დამხმარე კითხვების საშუალებით:

_რატომ არ ღელავდა დათო შეფასების გამოცხადებისას?
-რას აცხადებს დათო ყველას გასაგონად?
-მისი რა თვისება ჩანს?
-მიხვდა დათო თავის შეცდომას?
-რატომ ფიქრობთ ასე?
-თქვენი აზრით ჰქონდა დათოს კახაზე გაბრაზების საფუძველი?
 -რის თქმა სურს მწერალს მკითხველისათვის?
 -როგორ გვეუბნება იგი თავის სათქმელს?
 -რამ მოგგვარათ ღიმილი?-
რა სათაური შეიძლება შევურჩიოთ ამ ტექსტს?
მოსწავლეები ტექსტის შინაარსს გადმოსცემენ მე-3 პირში თხრობით.
 3.მოქმედ პირთა დახასიათება(ჯგუფური მუშაობა).

No comments:

Post a Comment